დაბრუნება და გაუქმება

შპს ლუქსერა გიფთ · momenti.ge

1. ვინ უზრუნველყოფს დაბრუნებას

მომენტი არის სარეკლამო/საკატალოგო პლატფორმა და თავად არ ყიდის პროდუქტებს. შესაბამისად, დაბრუნებას, გაუქმებასა და თანხის ანაზღაურებას უზრუნველყოფს უშუალოდ ის მაღაზია, რომელთანაც განხორციელდა შესყიდვა.

თითოეულ მაღაზიას შესაძლოა ჰქონდეს დაბრუნების საკუთარი პირობები, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.

2. მომხმარებლის კანონიერი უფლება

საქართველოს კანონმდებლობით, დისტანციური ნასყიდობისას მომხმარებელს, როგორც წესი, უფლება აქვს ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში უარი თქვას შესყიდვაზე მიზეზის მითითების გარეშე (კანონით დადგენილი გამონაკლისების გათვალისწინებით).

ეს უფლება ვრცელდება მყიდველსა და მაღაზიას შორის დადებულ გარიგებაზე. დაბრუნების მოთხოვნით მომხმარებელმა უნდა მიმართოს უშუალოდ მაღაზიას.

3. როგორ მოვითხოვო დაბრუნება

თუ მაღაზიასთან ვერ თანხმდები, შეგიძლია მოგვწერო hello@momenti.ge-ზე — ჩვენ შევეცდებით დავეხმაროთ კომუნიკაციაში, თუმცა მომენტი არ არის ნასყიდობის მხარე და თავად ვერ ახორციელებს თანხის დაბრუნებას.

  • დაუკავშირდი მაღაზიას მის გვერდზე მითითებული საკონტაქტო არხებით (ტელეფონი, WhatsApp, სოციალური ქსელები);
  • მიუთითე შეკვეთის დეტალები და დაბრუნების მიზეზი;
  • შეათანხმე მაღაზიასთან დაბრუნების წესი, ვადა და თანხის ანაზღაურების მეთოდი.

4. პლატფორმის როლი

  • მომენტი არ ღებულობს გადახდას პროდუქტებში და არ ინახავს მყიდველის თანხას;
  • მომენტი არ ახორციელებს მიწოდებას და არ აბრუნებს ნივთს;
  • მომენტი იტოვებს უფლებას შეზღუდოს ან წაშალოს მაღაზია, რომელიც სისტემატურად არღვევს მომხმარებლის უფლებებს.